×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ცხიმისმწველი ქალბატონებისთვის - 60 კაფსულა/ OstroVit - Fat Burner for Woman - 60 caps

    52.5 | - 30% | 75

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: კაფსულა
    კაფსულების რაოდენობა შეფუთვაში: 60 კაფსულა
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 30
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Fat Burner for Women შეიქმნა სპეციალურად ქალბატონებისთვის. ეს პროდუქტი წარმოადგენს ბუნებრივი კომპონენტების უნიკალურ ნაკრებს, რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის შემცირებას. ეს არის ნორმალიზირებული ექსტრაქტებისა და ყველაზე მარტივად ასათვისებელი პროდუქტის ფორმულების კომბინაცია, როგორებიცაა მანგოს თესლის, მწვანე ყავის მარცვლების, კოჭას (ჯინჯერი) ექსტრაქტები და ასევე ელ-კარნიტინის ეფექტური ფორმულა. 100%-ით ეფექტურია უკეთესი ფიგურის მისაღწევად და თავდაჯერებულობის შესაძენად. დაგეხმარებათ იზრუნოთ საკუთარ თავზე!

    ყოველი ქალბატონის ოცნებაა ლამაზი და მოხდენილი სხეული. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ოცნების ახდენა შესაძლებელია. ამისთვის დაგჭირდებათ მონდომება, მიზნის დასახვა, დრო და ნაცადი უნიკალური ინგრედიენტებისგან მიღებული ფორმულა, რომლისგანაც შექმნილია OstroVit Fat Burner for Women.

    ამ პროდუქტში შემავალი 8 ინგრედიენტის კომბინაცია ქმნის ერთიან ძალას ლიპოლიზის პროცესის დასახმარებლად (იგივე ცხიმის დაწვის).

    1. ელ-კარნიტინი - არის ქიმიური ორგანული ამინომჟავების ჯგუფის ნაერთი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება. იგი ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს (იღებს ენერგიას ცხიმისგან) 

    2. მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი - ეფექტურად ეხმარება წონის კლების პროცესს, ასტიმულირებს ცხიმის დაშლას და ხელს უშლის ორგანიზმში მათ ხელახალ წარმოქმნას.

    3. ელ-ტიროზინი - ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს დიდ ხნიანი დიეტისა და წონის შემცირების დროს გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. როდესაც ჩვენი ორგანიზმი კალორიების დეფიციტს განიცდის ეხმარება მას მეხიერების გაუმჯობესებასა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში.

    4. კოფეინი - აჩქარებს მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლა) პროცესს, ასტიმულირებს ენერგიის მომატებას და თავიდან იშორებს არასასურველ ცხიმს.

    5. აფრიკული მანგოს თესლის ექსტრაქტი -  ზემოქმედებს ლეპტინზე (ეს არის ცხიმის უჯრედებისგან მიღებული ჰორმონი, რომელიც აქვეითებს მადას), არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ლიპიდების (ცხიმების) მეტაბოლიზმს.

    6. მწვანე ყავის ექსტრაქტი - ამცირებს ორგანიზმში ცხიმების ათვისების უნარს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და არის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი.

    7. კოჭას ფესვის ექსტრაქტი - ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს იმუნურ სისტემას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

    8. ქრომი - ინარჩუნებს სისხლში გლუკოზის საჭირო დონეს და მაკრონუტრიენტების მეტაბოლიზმს ( მკვებავი ნივთიერებები, როგორებიცაა: ცილები , ცხიმები , ნახშირწყლები).


    OstroVit Fat Burner for Women - ის ძირითადი უპირატესობები:

    • იდეალური პროდუქტი ნებისმიერი ათლეტისთვის
    • ეფექტური დანამატი, არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის <3 
    • ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს და თავიდან იშორებს ზედმეტ კილოგრამებს 
    • დაგეხმარებათ დაამარცხოთ მაღალკალორიული სასუსნავების მიღების სურვილი
    • აჩქარებს მეტაბოლიზმს, მატებს ენერგიას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

    გამოყენება:

     დღეში 2 კაფსულა


    შემადგენლობა:

      1 მიღება
    ელ-კარნიტინის ციტრატი 500 მგ
    - აქედან ელ-კარნიტინი 335 მგ
    ელ-ტიროზინი 200 მგ
    მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი 200 მგ
    - აქედან პოლიფენოლი 40% 80 მგ
    გამომშრალი კოფეინი 200 მგ
    აფრიკული მანგოს თესლის ექსტრაქტი 10:1 100 მგ
    კოჭას ფესვის ექსტრაქტი 90 მგ
    - აქედან ჯინჯეროლი (5 %)  4.5 მგ
    მწვანე ყავის მარცვლის ექსტრაქტი 50 მგ
    - აქედან ქლოროჰენური მჟავა (50 %) 25 მგ
    ქრომი

     100 მკგ

    პროდუქტი შესაძლებელია შეიცავდეს რძეს (ლაქტოზას ჩათვლით), სოიის მარცვალს, მიწისთხილს, სხვა თხილეულს, ქუნჯუთის (სეზამის) მარცვალს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირებს, თევზს.


    არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ძირითადი საკვების ჩასანაცვლებლად. ნუ მიიღებთ ბავშვები, ორსულები და მეძუძურები. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

    რეკომდირებულია დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ქვეყანა
    პოლონეთი

    მსგავსი პროდუქტები