×
ვიტამინები და მინერალები
მცენარეული
საკვები დანამატი
წონის კლება და თავის მოვლა
  • ოსტროვიტი - ფერ აიდი (რკინა, ფოლის მჟავა, C, B6, B12) - 60 კაფს / OstroVit - Ferr Aid - 60 caps

    50

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: კაფსულები
    კაფსულების რაოდენობა შეფუთვაში: 60
    ულუფების რაოდენობა შეფუთვასი: 60
    1 ულუფა: 1 კაფსულა

    ოსტროვიტის ფერ აიდი (OstroVit Pharma Ferr Aid) წარმოადგენს შემდეგი ნივთიერებების ნაკრებს: რკინა, ვიტამინი C, ვიტამინი B6, ფოლის მჟავა და ვიტამინი B12. ეს ნაკრები გამოიყენება სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვისა და ჰემოგლობინისთვის.

    მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ ამ ნაკრებში შემავალი ნივთიერებები:

    რკინა არის უმნიშვნელოვნესი მინერალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ენერგიის წარმოებაში, იმუნური სისტემის მუშაობაში და ნევროლოგიურ ჯანმრთელობაში. რკინა არის ჰემოგლობინის მოლეკულის სტრუქტურული კომპონენტი, რომელიც ჟანგბადს გადასცემს სხეულის უჯრედებშიб, და ასევე მიოგლობინის, რომელიც აკავშირებს კუნთოვან ქსოვილში გამოყენებულ ჟანგბადს

    ფოლიუმის მჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი B-ჯგუფის ვიტამინი (ვიტამინი B9). ის აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის და გენეტიკური დარღვევების აღსადგენათ, უჯრედების ზრდისთვის და გაყოფისთვის, ასევე სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს მეთიონინის სინთეზში ჰომოსისტეინიდან. ის ხელს უწყობს სისხლ-ძარღვების და ნერვიული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის ორსულობის დაგეგმვისას. ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავის მიღება ამცირებს ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს. ვიტამინი B12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

    ვიტამინი B6 ეხმარება ცისტეინების სინთეზს, მართავს ჰომოცისტეინების მეტაბოლიზმს. პასუხისმგებელია ენერგიის მეტაბოლიზმზე. ასევე საჭიროა პროტეინებისა და გლიკოგენის სწორი მეტაბოლიზმისთვის; არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობებს. 

    Vitamin B12 - უზრუნველყოფს ენერგიის სწორ მეტაბოლიზმს. ეხმარება ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ასევე ჰომოცისტეინების მეტაბოლიზმს და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. საჭიროა იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ამცირებს დაღლილობის შემცირებას. დიდ როლს თამაშობს უჯრედების დაყოფაში.

    ფოლის მჟავისა და ვიტამინი B12-ის ნაკლებობა ქმნის მეგალობლასტურ ანემიას.

    ვიტამინი C - ზრდის რკინის შეწოვას. აუცილებელია იმუნური სისტემის სწორი ფუნქსიონირებისთვის, განსაკუთრებით დატვირთული ვარჯიშის დროს. ქმნის ენეგრიის მეტაბოლიზმს. С ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ამინომჟავებისა და ფერმენტების მეტაბოლიზმისთვის, ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, აუმჯობესებს სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას. ამ წყალში ხსნად ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტის თვისებები, ხელს უწყობს ჯანმრთელ ქსოვილებს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებით, რომელიც წარმოიქმნა ნორმალური მეტაბოლიზმის დროს და სტრესული გარემო ფაქტორების გავლენის ქვეშ.

    • სისხლის წითელი უჯრედების სწორი წარმოებისთვისა და ჰემოგლობინისთვის
    • ქმნის ენერგიის მეტაბოლიზმს
    • ზრდის ამტანობას
    • უდიდეს როლს თამასობს უჯრედების დაყოფაში

    მიღების წესი:

    დღეში 1 კაფსულა ჭამის შემდეგ ბევრ წყალთან ერთად.


    შემადგენლობა:

      1 კაფსულა
    ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) 240 მგ
    რკინა (რკინა (II) დიგლიცინატი) 30 მგ
    ვიტამინი B6 (pyridoxalo 5'-phosphate P-5-P) 18 მგ
    ფოლის მჟავა ((6S) -5-methyltetrahydrofolic acid glucosamine salt - 5-MTHF) 800 მკგ
    ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) 50 მკგ

    სხვა ინგრედიენტები: ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) რკინა (რკინა (II) დიგლიცინატი), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ვიტამინი B6 (pyridoxalo 5'-phosphate P-5-P) ფოლის მჟავა ((6S) -5-methyltetrahydrofolic acid glucosamine salt - 5-MTHF) ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი)

    პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს (ლაქტოზას), სოიოს, მიწისთხილს, თხილეულს, სეზამის მარცვლებს, შვრიას, კიბოსნაირებს ან თევზს.


    არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ  დოზას!

    არ მიიღოთ:
    • ჩამოთვლილ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში
    • ორსულებმა, მეძუძურებმა ან ბავშვებმა

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება:

    თბილისი:  5 ლარი.

    სხვა ქალაქებში: 7 ლარი. 

    სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 


    მიწოდების დრო:

    პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 2-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    პროდუქტის კოდი