×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - თიროიდ აიდი - 90 კაფს / OstroVit - Thyroid Aid - 90 caps

    42 | - 30% | 60

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: კაფსულები
    კაფსულების რაოდენობა შეფუთვაში: 90
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 30
    1 ულუფა: 3 კაფსულა
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Pharma Thyroid Aid - წარმოადგენს აქტიური ნივთიერების ნაკრებს, რომლებიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის. ნაკრები შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს: თუთია, თიროზინი,
    მაგნეზიუმი, აშვაგანდას ფესვების ექსტრაქტი, ინულინი, სელენი, კელპის ექსტრაქტი (იოდი), ვიტამინი B6, ვიტამინი B12.

    მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ ეს ნივთიერებები:

    L-თიროზინი - მიეკუთვნება პროტეინულ ამინომჟავებს. ეს ნივთიერება ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კატექოლამინების სინთეზისთვის, როგორებიცაა დოპამინი და ეპინეფრინი (ადრენალინი). ისინი წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან ნეიროტრანსმიტერებს.  რაც მტკიცედ არის დაკავშირებული ორგანიზმში თიროზინის სწორ რაოდენობასთან. თიროზინი ასრულებს ფარისებრი ჯირკვალის მკვებავ ფუნქციას და მისი დანაკლისი ორგანიზმში იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას.

    მაგნიუმი (Мg) - ხელს უწყობს ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის დეფიციტის სიმპტომების აღმოფხვრას. მაგნეზიუმს სხვა დანამატებთან ერთად შეუძლია დაბლა დაწიოს თირეოტროპული ჰორმონის (TSH) დონე, ამცირებს მის დაზიანებას და ასევე აჩქარებს აღდგენით პროცესებს. (თირეოტროპული ჰორმონი - TSH წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულაციაში. TSH გამოიყოფა ჰიპოფიზიდან, რის შემდეგაც მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ასტიმულირებს სისხლში T3-ისა და T4-ის გადატყორცნას. TSH-ის გამომუშავებას ასტიმულირებს თირეოიდ-რილიზინგ ჰორმონი (TRH), რომელიც გამოიყოფა ჰიპოთალამუსიდან).

    აშვაგანდა - დადებითი გავლენა აქვს ჰიპოტირეოზზე, განსაკუთრებით სუბკლინიკურ ჰიპოტირეოზზე. ასევე ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და ზრდის თიროქსინის დონეს. ასტიმულირებს T4-ის წარმოქმნას.

    თუთია - მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების გამრავლების პროცესში და გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ცვლაზე. ეს არის ტრიოდთირონინის რეცეპტორული ცილების კომპონენტი და მისი დეფიციტი გავლენას ახდენს ამ ჰორმონის კავშირის მთლიანობაზე, რაც იწვევს T3 დონის დარღვევას.

    სელენი  - წარმოადგენს ფერმენტების კომპონენტს, რომელიც ჩართულია ფარისებრი ჰორმონების გამრავლებაში. ფერმენტის მთავარი კომპონენტი გარდაქმნის T4-ს T3-ად. მის გარეშე შეუძლებელია T3-ის საჭირო რაოდენობით გამოყოფა.

    კელპი - წარმოადგენს საკვებ დანამატ ლამინარიას, რომლის შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალი იოდი. იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (T3,T4) სწორ გამომუშავებას.იოდის ნაკლებობა ანელებს მეტაბოლიზმს.

    ვიტამინი B6 (pirydoksalo 5’-fosforan P-5-P) - საჭიროა იოდის ეფექტურობისთვის. არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობებს. 

    ვიტამინი B12 - უზრუნველყოფს ენერგიის სწორ მეტაბოლიზმს. ეხმარება ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ასევე ჰომოცისტეინების მეტაბოლიზმს და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. საჭიროა იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ამცირებს დაღლილობის შემცირებას. დიდ როლს თამაშობს უჯრედების დაყოფაში.

    • არეგურილებს T3 და T4 ჰორმონების სინთეზს
    • პასუხისმგებელია ჯანსაღ ფარისებრ ჯირკვალზე
    • მეტი ენერგიის წყარო

    მიღების წესი:

    დღეში 3 კაფსულა, სასურველია ჭამის დროს.


    შემადგენლობა:

      1 ულუფა
    L-თიროზინი 500 მგ
    მაგნეზიუმი (მაგნეზიუმის კარბონატი) 57 მგ
    აშვაგანდას ფესვების ექსტრაქტი 135 მგ
    ინულინი 100 მგ
    თუთია (თუთია პიკოლინატი) 15 მგ
    სელენი (L-სელენმეთიონინი) 100 მკგ
    კელპის ექსტრაქტი (Japanese leaf) (1% იოდი 150 მკგ) 15 მგ
    ვიტამინი B6 (pyridoxalo 5'-phosphate P-5-P) 5 მგ
    ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) 2.5 მკგ

    ინგრედიენტები: L-თიროზინი, მაგნეზიუმი (მაგნეზიუმის კარბონატი), აშვაგანდას ფესვების ექსტრაქტი (7.2% ვიტანოლიდები, 1% ალკალოიდები და 0.25% ვიტაფერინი A), ინულინი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, თუთია (თუთია პიკოლინატი), სელენი (L- სელენმეთიონინი),  კელპის ფოთლების ექსტრაქტი (1% იოდი 150 მკგ), ვიტამინ B6 (pyridoxal 5'-phosphate P-5-P), ვიტამინ B12 (მეთილკობალამინი).

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძეს (ლაქტოზას), სოიოს, მიწისთხილს, თხილეულს, სეზამის მარცვლებს, შვრიას, კიბოსნაირებს ან თევზს.


    არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ  დოზას!

    არ მიიღოთ:

    • ჩამოთვლილ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში
    • ორსულებმა, მეძუძურებმა ან ბავშვებმა

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში  2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    მსგავსი პროდუქტები