×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ჰომოცისტეინის დონე - 60 კაფს / OstroVit - Homocysteine Level Aid - 60 caps

    49 | - 30% | 70

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: კაფსულები
    კაფსულების რაოდენობა შეფუთვაში: 60
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Pharma Homocysteine ​​Level Aid - წარმოადგენს სპეციალურად შერჩეულ კომპონენტთა ნაკრებს, რომელიც აწესრიგებს ჰომოცისტეინის სწორ მეტაბოლიზმს. ჰომოცისტეინი არის ერთ-ერთი გოგირდის ამინომჟავა, რომელიც წარმოიქმნება მეთიონინის ტრანსფორმაციის დროს, რაც ქმნის საკვების მარაგს. სამწუხაროდ ჩვენს სხეულში მისი სიჭარბე საზიანოა. ეს ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას ან ნაყოფის არასწორად ჩამოყალიბებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინებისა და ნაერთების მიწოდება, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი სხეულის სათანადო მეტაბოლიზმს და ჰომოცისტეინის ტრანსფორმაციას.

    ბეტაინი HCL (betaine hydrochloride) - ბეტაინი კუჭის მჟავის ბუნებრივი კომპონენტია. ის პასუხისმგებელია კალციუმის, B12 ვიტამინის, ცილისა და რკინის საკვებიდან ორგანიზმსი ტრანსპორტირებისთვის. პეპსინთან ერთად შლის ამ ნივთიერებებს მცირე ნაწილაკებად, რის ხარჯზეც ისინი ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. პასუხისმგებელია ჰომოცისტეინის ნორმალურ დონეზე.

    ქოლინი (ქოლინის ბიტარტრატი) - ქოლინი (ბიტარტრატის სახით) ბუნებრივი ნაერთია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვიტამინი B4. ძირითადად გამოიყენება შემეცნების მასტიმულირებლად (ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსმიტერ აცეტილქოლინად გარდაქმნა) ან ღვიძლის ჯანმრთელობისთვის, ამცირებს ღვიძლში ცხიმის რაოდენობას, ქრონიკულ ანთებასა, ციროზს და ჰიპერქოლესტერინემიას (ჭარბი ქოლესტერინი სისხლში).

    რიბოფლავინი (ვიტამინი B2) - უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმსა და ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას. აგრეთვე ქმნის ლორწოვანი მემბრანისა და სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ მდგომარეობას. დამატებით უზრუნველყოფს ჯანსაღ კანს და ამცირებს დაღლილობას. აუცილებელია ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმისთვის.

    ვიტამინი B6 (pyridoxal 5-phosphate) - ვიტამინი B6 - ცისტეინების სწორი სინთეზისთვის, ენერგიის მეტაბოლიზმისთვის; ნერვული სისტემისთვის; ჰომოცისტეინის, პროტეინის და გლიკოგენის მეტაბოლიზმისთვის; აწესრიგებს ჰორმონალურ აქტივობებს.

    ფოლის მჟავა (ვიტამინი B9)- .ფოლიუმის მჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი B-ჯგუფის ვიტამინი (ვიტამინი B9). ის აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის და გენეტიკური დარღვევების აღსადგენათ, უჯრედების ზრდისთვის და გაყოფისთვის, ასევე სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს მეთიონინის სინთეზში ჰომოსისტეინიდან. ის ხელს უწყობს სისხლ-ძარღვების და ნერვიული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის ორსულობის დაგეგმვაში. ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავის მიღება ამცირებს ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს. ვიტამინი B12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

    ბიოტინი (ვიტამინი B7) - არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომლის მიღება შესაძლებელია, როგორც ცხოველური, ისე მცენარეული გზით.  რაც მთავარია ის მნიშვნელოვანი კოენზიმია ჩვენს ორგანიზმში ფერმენტების (ენზიმების) წარმოსაქმნელად. უშუალოდ მონაწილეობს გლუკონეოგენეზის პროცესში და კერბესის ციკლში (ტრიკარბონატული მჟავების ციკლი). აღადგენს თმას და კანს.

    ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - მეთილკობალამინი წარმოადგენს B12 ვიტამინის ყველაზე ათვისებად ფორმას. ვიტამინი B12 ენერგიის მეტაბოლიზმისთვის; ნერვული სისტემისთვის; ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმისთვის. დიდ როლს თამაშობს უჯრედების დაყოფაში.

    • არეგულირებს ორგანიზმში ჰომოცისტეინის დონეს
    • აწესრიგებს ენერგიის სწორ მეტაბოლიზმს
    • ამცირებს დაღლილობასა და სისუსტეს
    • აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
    • მხარს უჭერს ნერვული სისტემის მუშაობას

    მიღების წესი:

    დღეში 2 კაფსულა. უმჯობესია ჭამის დროს.


    შემადგენლობა: 

        2 კაფსულა
    ბეტაინი HCL 1000 მგ
    ქოლინის ბიტარტრატი 200 მგ
    ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 40 მგ
    ვიტამინი B6 (პირიდოქსალო 5'-ფოსფატი P-5-P) 18 მგ
    ბიოტინი (d-ბიოტინი) 2500 მკგ
    ფოლის მჟავა ((6S) -5- მეთილტეტრაჰიდროფოლიკის მჟავა გლუკოზამინის მარილი
    - 5-MTHF)
    600 მკგ
    ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) 50 მკგ

    ინგრედიენტები: ბეტაინი HCL, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), ვიტამინი B6 (პირიდოქსალო 5'-ფოსფატი P-5-P), ბიოტინი (d-ბიოტინი), ფოლის მჟავა ((6S) -5- მეთილტეტრაჰიდროფოლიკის მჟავა გლუკოზამინის მარილი - 5-MTHF), ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი).

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძეს (ლაქტოზას) სოიოს, მიწისთხილს, თხილეულს, სეზამის მარცვლებს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირებს ან თევზს. 


    არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ  დოზას!

    არ მიიღოთ:
    • ჩამოთვლილ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში
    • ორსულებმა, მეძუძურებმა ან ბავშვებმა

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.