×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ტომპსონი - ფუტკრის რძე 2000 - 60 ვკაფს / Thompson - Royal Jelly 2000 - 60 vcaps

    120

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    შეფუთვა: 60 ვეგანური კაფსულა
    1 ულუფა/მიღება: 1 ვეგანური კაფსულა
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 60
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    ფუტკრის რძე მუშა ფუტკრების მიერ სპეციალური ჯირკვლებიდან გამომუშავებული საკვები ნივთიერებაა, რომელსაც ისინი ახლად გამოჩეკილი მუშა ფუტკრების და დედა ფუტკრების გამოსაკვებად იყენებენ. ფუტკრის რძე არის ერთადერთი უნიკალური ნივთიერება რომელიც შეიცავს ადამიანისთვის ყველა საჭირო ამინომჟავას.

    გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს და იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას. უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკრის რძის შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია. მასში შემავალი ცილები ანალოგიურია ადამიანის სისხლში შემავალი ცილების. ასევე ამინომჟავების შემადგენლობა იდენტურია ხორცის, რძის და კვერცხის. მაგრამ გლუტამინის და ასპარაგინის მჟავები - ლიზინი და პროლინი გაცილებით მეტია ფუტკრის რძეში, ვიდრე ამ პროდუქტებში.

    აძლიერებს ორგანიზმის დაცვით სისტემას, მისის წყალობით ორგანიზმი მდგრადია გაცივებისა და ვირუსული დაავადებების მიმართ. ფუტკრის რძე თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას გულის კუნთში. ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ის ასევე არეგულირებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას.


    მიღების წესი:

    1 კაფსულა ჭამისას.


    შემადგენლობა:

      1 კაფსულა
    ფუტკრის რძე 3.5x (ექვივალენტი 2000 მგ) 606 მგ

    გაფრთხილება: ფუტკრის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ზოგიერთი მგრძნობიარე ადამიანისთვის. შესამოწმებლად გახსენით კაფსულა და მოათავსეთ მცირე რაოდენობით ენის ქვეშ. თუ რეაქცია არ არის, თანდათან გაზარდეთ მიღება პირველად მომხმარებლებისთვის.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 3 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.