×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ნაუ - ვიტამინი ბ12 ციანოკობალამინი 5000 - 60 საწუწნი აბი/NOW - Vitamin B12 Cyanocobalamin 5000 - 60 lozenges

    100

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    შეფუთვა: 60 საწუწნი აბი
    1 მიღება/ულუფა: 1 საწუწნი აბი
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 60

    ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.  საჭიროა ჯანსაღი ნერვული სისტემისთვის და ცხიმის და ცილისგან ენერგიის მისაღებად. ის კრიტიკულ როლს ასრულებს უჯრედების გაყოფისას დნმ-ს სინთეზისთვის. ამიტომ ის აუცილებელია უჯრედების მუდმივი გამრავლებისთვის, როგორებიცაა სისხლის უჯრედები. ასევე ვიტამინი B12-ის მიღება ფოლის მჟავასთან და ვიტამინ B6-თან ერთად კრიტიკულ როლს ასრულებს ჰომოცისტეინის მეთიონინად გარდაქმნაში. რაც უზრუნველყოფს გულსისხლძარღვთა სისტემის სწორად ფუნქციონირებას. 

    ორგანიზმში B12 ვიტამინის შენახვა ნაკლებად ხდება, ამიტომ საჭიროებს მუდმივ განახლებას. ის ინახება ღვიძლში და მისი მიღება შეგვიძლია მხოლოდ ცხოველური ნაწარმისგან (ხორცი და რძის პროდუქტები). ამიტომ B12, როგორც საკვები დანამატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისთვის.


    მიღების წესი:

    1 საწუწნი აბი ერთხელ დღეში ჭამისას. აბი ჩაღეჭეთ ან ჩაწუწნეთ სანამ არ დადნება.


    შემადგენლობა:

       
    ფოლატი

    667 მკგ DFE (400 მკგ ფოლის მჟავა)

    ვიტამინი B12 (როგორც ციანოკობალამინი)

    5 მგ (5,000 მკგ)

    სხვა ინგრედიენტები: ფრუქტოზა, სორბიტი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარის მჟავა (მცენარეული), ლიმონ მჟავა, ბუნებრივი არომატიზატორები, სილიციუმის დიოქსიდი და სოიოს ლეციტინი.

    არ არის დამზადებული ხორბლის, გლუტენის, რძის, კვერცხის, თევზის, მოლუსკის ან თხილის ინგრედიენტებით. დამზადებულია GMP დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს.


    გაფრთხილება: მხოლოდ მოზრდილებისთვის. მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან მეძუძური, თუ იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა.

    შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 3 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ნაუფუდი
    ქვეყანა
    ამერიკა

    მსგავსი პროდუქტები