×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ტრი-კრეატინის მალატი - 300 გ - ლიმონი/OstroVit - Tri-Creatine Malate - 300 g - Lemon

    110

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    გემო: ლიმონი
    პროდუქტის ფორმა: ფხვნილი 
    ულუფების რაოდენობა/სერვინგი შეფუთვაში: 120
    შეფუთვა: 300 გ
    1 ულუფა/მიღება: 2.5 გ

    OstroVit Tri-Creatine Malate - ოსტროვიტის ტრი-კრეატინის მალატი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატს კრეატინისა და ვაშლის მჟავის კომბინაციის 1:3 თანაფარდობით. დანამატი გამოირჩევა მიკრონიზაციის უმაღლესი დონით და იდეალური ბიოშეღწევადობით. კრეატინი ფართოდ ცნობილი და გამოყენებადი დანამატია. მისი ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი მეცნიერული სწავლით. ის უზრუნველყოფს კუნთის უკეთესად ზრდას, ეფექტურ აღდგენასა და ენერგიის ხანგრძლივობას, უფრო ეფექტური და რთული ვარჯიშისთვის.

    კრეატინის მალატი აძლიერებს კრეატინის ანაბოლურ, ერგოგენულ და ანტიკატაბოლურ მოქმედებას. კრეატინი არის ცილის ფრაგმენტებისგან შედგენილი ორგანული ნაერთი, რომელიც გვხვდება კუნთოვან ქსოვილში. კრეატინის მთავარი ამოცანაა კუნთებში ენერგიის დაგროვება, რაც ზრდის იმ ენერგიის რაოდენობას, რომელისაც ორგანიზმი ვარჯიშის დროს გამოიყენებს. კუნთებში ენერგიის ზრდა სხეულს უფრო ძლიერს და გამძლეს ხდის. შესაბამისად ვარჯიშის ეფექტურობაც იმატებს. გარდა ამისა კრეატინის მომატებული შემცველობა ხელს უწყობს კუნთების უფრო სწრაფ რეგენერაციას ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. კრეატინის მალატი არის კრეატინის ერთ-ერთი საუკეთესო ხსნადი ფორმა, რომელიც ძალიან კარგად შეიწოვება ორგანიზმში და ეფექტურად გარდაიქმნება ფოსფოკრეატინად.

    კრეატინის ეფექტურობა დაფუძნებულია მარტივ მექანიზმზე, რომელიც კუნთებში ფოსფოკრეატინის დაშლის ხარჯზე ათავისუფლებს ენერგიას მაღალი ენერგეტიკული ატფ-ს (ადენოზინტრიფოსფატი, ATP) მოლეკულების სახით. იმისდა მიუხედავად, რომ კრეატინს საკვებიც შეიცავს, კუნთების 100% -ით კრეატინით  გაჯერებისთვის  ერთადერთი გზა მისი დანამატის სახით მიღებაა.

    კრეატინის მონოჰიდრატი უდავოდ ეფექტური და უსაფრთხო საკვები დანამატია ათლეტებისთვის. იგი არა მარტო კუნთის შრომისუნარიანობას ზრდის, არამედ იცავს ტვინის და გულის კუნთებს. 

    • მუშაობს ანაბოლურად - ხელს უწყობს კუნთოვანი მასის მშენებლობას
    • ზრდის სხეულის ძალასა და ეფექტურობას
    • ხელს უწყობს სხეულის ცხიმის შემცირების პროცესს
    • ზრდის ვარჯიშის ეფექტურობას
    • აჩქარებს კუნთების აღდგენას ვარჯიშის შემდეგ
    • ანელებს სხეულის დაღლილობის ეფექტს
    • კრეატინის ადვილად ათვისებადი ფორმა

    მიღების წესი:

    გახსენით 2.5 გ (1/2 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) 100 - 150 მლ წყალში ან წვენში. ვარჯიშის დღეებში მიიღეთ 2 ულუფა, ერთი გაღვიძებისთანავე და მეორე ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში 1 ულუფა გაღვიძებისთანავე. 


    შემადგენლობა:

      100 გ შეიცავს: 
    კრეატინის მალატი 95.06 გ
    - მასში კრეატინი 70.44 გ
    ტაურინი 1 გ
    ვიტამინი B6 100 მგ 

    ინგრდიენტები: კრეატინის მალატი, არომატი, ტაურინი, დამატკბობლები: სუკრალოზა, აცესულფამი K; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძეს (ლაქტოზის ჩათვლით), სოიოს, არაქისის, სხვა თხილს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირებს ან თევზს


    არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას მოხმარებისთვის. დიეტური დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი (ჩანაცვლება). რეკომენდებულია დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. არ მიირთვათ თუ ალერგიული ხართ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე. პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.