×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
მინერალები
ვიტამინი B
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ნაუ - ვიტამინი ც 1000 - 100 ტაბ / NOW - Vitamini C 1000 - 100 tabs

    72

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    • ორგანიზმის ანტიოქსიდანტური მხარდაჭერა 
    • შეიცავს ასკილის ნაყოფს

    C ვიტამინი ცნობილი, როგორც ასკორბინის მჟავა შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ის აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისუნარიანობისთვის და ორგანიზმში მხოლოდ საკვებთან ერთად ხვდება. ეს ვიტამინი მხარს უჭერს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ზრდასა და ქსოვილების აღდგენაში, ასევე  ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ცილის — კოლაგენის წარმოქმნაში. C ვიტამინი საჭიროა კანის, ძვლებისა და სახსრებისა ჯანმრთელობისთვის.
    С ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ამინომჟავებისა და ფერმენტების მეტაბოლიზმისთვის, ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, აუმჯობესებს სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას. ამ წყალში ხსნად ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტის თვისებები, ხელს უწყობს ჯანმრთელ ქსოვილებს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებით, რომელიც წარმოიქმნა ნორმალური მეტაბოლიზმის დროს და სტრესული გარემო ფაქტორების გავლენის ქვეშ. პროდუქტი შეიცავს ასკილის ნაყოფს, როგორც C ვიტამინის დამატებითი წყარო. 


    მიღების წესი და დოზირება:
    1 ტაბლეტი დღეში.


    შემადგენლობა:

    1 ულუფის რაოდენობა: 1 ტაბლეტი
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 100
      1 აბის შემადგენლობა:
    ვიტამინი C (ასკორბინის მჟავის სახით) 1 გრ (1,000 მგ)
    ასკილის ნაყოფის ფხვნილი
       (Rosa canina) (Fruit)
    25 მგ
    ცირტუსოვანი ბიოფლავონოიდის ნაკრები 25 მგ

    სხვა ინგრედიენტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, ვეგეტარიანული საფარი და მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული ).

    არ შეიცავს ხორბალს, გლუტენს, სოიის მარცვალს, რძეს, კვერცხს, თევზს, კიბოსნაირებს, თხილს.


    გაფრთხილება: მხოლოდ მოზრდილებისთვის. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: რსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის; სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

    შენახვის პირობები: გახსნის შემდეგ შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.

    პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.
    გამოიყენება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 3 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ნაუფუდი
    ქვეყანა
    ამერიკა

    მსგავსი პროდუქტები