×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ნაუ - საბავშვო კალციუმი KID CAL - 100 საღეჭი აბი / NOW - Kid-Cal Chewable CalcIum - 100 loz

    90

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    • კალციუმის ციტრატი, მაგნიუმი და D ვიტამინი
    • შაქრის გარეშე
    • ხილის ნატურალური შემცველობით

    სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი ვერ იღებს საკვებიდან კალციუმის საჭირო ყოველდღიურ რაოდენობას, რაც შეადგენს 800-1300 მგ.-ს. NOW® Kid Cal საღეჭ აბებს აქვთ სასიამოვნო ფორთოხლის გემო, რაც ძალიან მოსწონთ ბავშვებს. რაც მთავარია, მზარდი ორგანიზმი ყველაზე მნიშვნელოვან მიკროელემენტებს იღებს: კალციუმს, მაგნიუმს და D ვიტამინს.
    კალციუმი არის ძვლებისა და კბილების ძირითადი საშენი მასალა. ის მონაწილეობს სიცოცხლისთვის აუცილებელ არაერთ სხვა პროცესშიც: კუნთების შეკუმშვაში, ნერვული გამტარობის კოორდინაციაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში, სისხლის შედედებაში. NOW® Kid Cal კომპლექსი შეიცავს კალციუმის ციტრატს, ამ ფორმით კუჭი ნებისმიერ მდგომარეობაში კარგად შეიწოვს. D ვიტამინი აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას. ის, როგორც იცით, ორგანიზმშივე წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედების დროს.
    მაგნიუმი ის ელემენტია, ურომლისოდაც ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციობა წარმოუდგენელია. ის კალციუმის შეწოვისა და ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია, მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოებისა და მეტაბოლიზმისთვის, კუნთების შეკუმშვას, ნერვული იმპულსების გადაცემასა და ძვლების მინერალიზაციას. მაგნიუმი – ნერვული სისტემის ბუნებრივი სტაბილიზატორი.


    მიღების წესი და დოზირება:
    2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისათვის, 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში. არ გადაყლაპოთ მთლიანად.


    შემადგენლობა:

    1 ულუფა 1 აბი
    ულუფების რაოდენობა შფუთვაში: 100
      ულუფის შემადგენლობა:
       
    კალორია 5
    ნახშირწყლები 1 გ
         - აქედან შაქარი 0 გ
         -აქედან ქსილიტოლი <1 გ
    ვიტამინი A
       (100% ბეტა-კაროტინი)
    60 მკგ
    ვიტამინი D
       (ერგოკალციფეროლი)
    2.5 მკგ (100 სე)
    კალციუმი (კალციუმის ციტრატი) 100 მგ
    მაგნიუმი
       (მაგნიუმის ციტრატი)
    50 მგ

    სხვა ინგრედიენტები: ქსილიტოლი, ჰიდროქსიპროპილი ცელულოზა, ბუნებრივი ფორთოხლის წვენის ფხვნილი, სტეარის მჟავა (მცენარეული), მიკროკრისტალური ცელულოზა, ქოქოსის ზეთის ფხვნილი, ქსანტანის რეზინი, ლიმონის მჟავა, ბუნებრივი არომატები, ორგანული სტევიას ფოთლის ექსტრაქტი (ფერმენტების შემცველი სტევიოლის გლიკონდები) დიოქსიდი. შეიცავს სოიოს.

    არ იწარმოება ხორბლის, გლუტენის, რძის, კვერცხის, თევზის ამ კიბოსნაირების ინგრედიენტებით.

    პროდუქტი შესაძლოა შეიცავდევს ბუნებრივ საღებავებს.


    პროდუქტი არ შეიცავს შაქარს და გმო-ს.
    გამოიყენება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.

    გაფრთხილება: გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის; სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

    შენახვის პირობები: გახსნის შემდეგ შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ბოთლში.

    ქსილიტოლი საზიანოა შინაური ცხოველებისთვის; დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარულ მკურნალობას, თუ ფიქრობთ, რომ თქვენმა შინაურმა ცხოველმა ეს პროდუქტი მიიღო.
    

    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ნაუფუდი
    ქვეყანა
    ამერიკა

    მსგავსი პროდუქტები