×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ნაუ - მელატონინი 3 მგ - 60 ვკაფს / NOW - Melatonin 3 mg - 60 vcaps

    45

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    შეფუთვა: 60 ვკაფს
    1 ულუფა/მიღება: 1 კაფსულა
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 60
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    მელატონინს ძილის დროს გამოიმუშავებს ტვინში არსებული გირჩისებური ჯირკვალი – ეპიფიზი. ასევე დიდი რაოდენობით არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მელატონინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. შთანთქავს თავისუფალ რადიკალებს. მონაწილეობს სხეულის, ტვინის და ჯირკვლების ბიოლოგიურ ფუნქციონირებაში. მელატონინი ხელს უშლის სიმსივნეების განვითარებას. არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლის, იმუნური სისტემის მუშაობას და მხარს უჭერს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს.

    • ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესობას
    • ასუფთავებს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან
    • ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას


    მიღების წესი:
    1 კაფსულა ძილის წინ.


    შემადგენლობა:

    1 ულუფა: 1 ვკაფს
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში:  60
      1 ვკაფს შემადგენლობა
    მელატონინი 3 მგ

    სხვა ინგრედიენტები:  ბრინჯის ფქვილი და ჰიპრომელოზა (ცელულოზას კაფსულა).

    არ შეიცავს ხორბალს, გლუტენს, სოიოს, სიმინდს, რძეს, კვერცხს, თევზს, კიბოსნაირებს და თხილს.

    შეიძლება შეიცავდეს ბუნებრივ საღებავებს.

    პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.
    გამოიყენება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.


    განსაკუთრებული მიტიტებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის. მიიღეთ ძილის წინ. არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გამოიყენოთ ალკოჰოლთან ერთად. არ გამოიყენოთ ავტომობილის და ტექნიკის მართვის დროს.
    გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ნერვული სისტემის დარღვევების შემთხვევაში); სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში (განსაკუთრებით სედატიური პრეპარატები და ანტიდეპრესანტები).

    შენახვის პირობები: გახსნის შემდეგ შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 3 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ნაუფუდი
    ქვეყანა
    ამერიკა

    მსგავსი პროდუქტები