×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ნაუ - პაბა 500 მგ - 100 კაფს/NOW - PABA 500 mg - 100 vcaps

    80

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    შეფუთვა: 100 კაფსულა
    1 ულუფა/მიღება: 1 კაფსულა
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 100

    პაბა იგივე პარა ამინობენზოიკური მჟავა (PABA = Para-Aminobenzoic Acid) გვხვდება ისეთ საკვებში, როგორებიცაა  მარცვლეული, კვერცხი, რძე და ხორცი. ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ექიმის განმარტებას მითითებულ ბმულზე >> ამინობენზოიკური მჟავა

    •  B10 ვიტამინი ანუ პარაამინობეზოისმჟავა (შემოკლებით პაბა/PABA)
    • პაბა ყველაზე ორგანული ფენომენია. ის ძალიან ეხმარება სისხლის ერითროციტების მდგრადობას. ის სისხლის დამცველია და ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ანტიოქსიდანტი. ყველა დაავადება დაბიძურებული სისხლიდან და ლიმფიდან იწყება. არცერთი ანემია არ იქნება, თუ პარაამინობენზოისმჟავა ანუ ბ10 ვიტამინი ნორმაშია.
    • თმა ვისაც ნელა ეზრდება პაბას ნაკლებობა აქვს. თმის ცვენაში ბევრი ფაქტორია დამნაშავე და ამაზე ხშირად ვსაუბრობ. მაგრამ, ერთი ყველაზე მთავარი, გამელოტებაში პაბას ცვლის დარღვევაა. ძალიან ბევრი კვლევებია, თანამედრვე ევროპულ და ამერიკულ მედიცინაში, სადაც დადასტურებულია, რომ პაბა უკეთებს დიდ სტიმულაციას პიგმენტ მელანინს. ამიტომ, როგორც ვიტილიგოს, ისე ნებისმიერი კანის დაავადების მკურნალობა, უშედეგოა პაბას ცვლის რეგულირების გარეშე.
    • ახლა ყველა D ვიტამინზე საუბრობს. 15 წლის წინ კი, მე ექიმმა დამცინა, თუ რატომ მქონდა ეს საბავშვო ვიტამინი დანიშნული ზრდასრულ ადამიანზე. იშვიათებისთვისაც არ არის ცნობილი, რომ D ვიტამინს ვერ მიიღებთ მზის სხივებით, თუ პაბა დაცემული გაქვთ. ზოგს ნორმა აქვს D ვიტამინი, ზოგს კი ძალიან დაბალი. ეს ადამიანები ერთნაირად იმყოფებიან მზის სხივების ქვეშ, მაგრამ ერთს დაცემული აქვს D ვიტამინი და მეორეს თითქმის ნორმა აქვს. ამ ორი ადამიანიდან, რომლებიც ერთნაირად იმყოფებოდნენ მზის სხივების დადებით გავლენის ქვეშ, იმას აქვს D ვიტამინი ნორმას მიახლოებული, ვისაც პაბა არა აქვს დაცემული. პაბაა მთვარი შემომქმედი, D ვიტამინი რომ შეითვისოს ადამიანმა. გარდა ამისა, პაბას აქვს ფანტასტიკური თვისება, რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან იხსნას ადამიანი. ის თუ ნორმაშია, მზე არ დაწვავს კანს.
    • სახსრების დაავადებების და რევმატიზმის დროსაც, თუ პაბას ცვლა დარღვეულია, მაშინ იშლება სახსარი. პაბა უმთავრეს როლშია გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობასა და სისხლის მიმოქცევის რეგულაციაში. ჭაღარა, ახალგაზრდა ასაკში იმიტომ იწყება, რომ პაბას ცვლა დარღვეულია. რაც ყველაზე მთავარია, პაბა ერთ-ერთი იმათგანია ვისაც ხელში უჭირავს ცილების მეტაბოლიზმი. შესაბამისად ამინომჟავების ცვლა. აქედან გამომდინარე გენეტიკური კოდი და საერთოდ სიცოცხლე.
    • პაბა ასტიმულირებს B9-ს. ანუ B9-მ რომ ფუნქციონირება სრულფასოვნად დაიწყოს, პაბას დონე საშუალო მაჩვენებელს მაინც უნდა აჩვენებდეს. B9 ვიტამინი ამ ეტაპზე ძვლივს დამკვირდა ჩვენს მედიცინაში. თუმცა, ჯერ მხოლოდ ორსულებსა და ანემიების დროს. ის სასწაულმოქმედებს მიეკუთვნება. თუ B9 ნორმა დარღვეულია, არ არსებობს ქოლესტერინის სიჭარბე დაარეგულირო. რადგან, ის მართავს ამინომჟავების ცვლას და ყველა იმ ფრაქციას ფიზიოლოგიურ რეაქციებში, რომლებიც ქოლესტერინის სიჭარბის დროს დარღვეულია. პაბაზეა დამოკიდებული B9-ის ნორმაში ყოფნა. B9-ზეა დამოკიდებული ადამიანს ინფარქტი, თრომბოზი და ინსულტი თუ დაემართება. თითქოს დაუჯერებელი და უმარტივესი გადაწყვეტაა. მაგრამ, ეს არის რეალობა, რომელიც მსოფლიო მედიცინის ბევრი კვლევით და დაკვირვებით არის შესწავლილი და დამტკიცებული.
    • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ასევე გასტროინტესტინალურ სინდრომის და საერთოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, პაბას ცვლის მოწესრიგება მთავარი სამიზნე და საშველია. ხშირად ვამბობ, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის დადგენილ ჭეშშარიტებას სიმჟავე მომატებულია უმეტეს შემთხვევაში, იმუნიტეტის დაცვითი რეაქციების შედეგად. რომ გადაირჩინოს თავი ორგანიზმმა და გაანეიტრალოს უამრავი, სიცოცხლისათვის საშიში, შემოჭრილი აგენტი. მათ შორის კიბოს რადიკალები. ომეპრაზოლის ჯგუფის უსისტემო და ხანგრძლივი მიღება, ეს უნარი სისხლის პეჰაშს ეკარგება და ადვილად იღებს დაავადებებს, მათ შორის კიბოსაც. ევროპული მედიცინის დასკვნით ომეპარზოლების ჯგუფის ხანგრძლივი გამოყენება კიბოს იწვევს. პაბას ცვლის დარეგულირება, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა აგრესიული შედეგების პროფილაქტიკაა.
    • ბ10 ვიტამინი ღვიძლისთვის, მისი ჯანსაღად ფუნქციონთრებისთვის სასიცოცხლოა. ალერგიულ პროცესებს არასწორად და უშედეგოდ მართავ, თუ პაბას ცვლას არ გაითავლისწინებ და არ დააბალანსებ. ეგზემის, აკნეს, ფსორიაზის, ამერიკული წარმოების კანის სამედიცინო კრემებში პაბაა წარმოდგენილი. ჩვენში ჯერ კიდევ არის იმ დონის წარმოდგენა, ზოგის შეგნებაში, რომ ღვიძლი მაშინაა დაზიანებული, ადამიანი რომ გაყვითლდება.
    • ნებისმიერი დაავადება, რომელიც გამონაყრით მიდის, თუნდაც პერიოდული გამონაყრის გამოხატულებით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვა მიზეზთა შორის, არის ღვიძლის რომელიმე ფერმენტის უკმარისობა ან დეგრადაცია. სამწუხაროდ, ჩვენთან ღვიძლის სულ რამდენიმე ფერმენტი მოიაზრება-ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინო ტრანსფერაზა და სხვები, მხოლოდ რამდენიმე. ბევრი სამწუხარო შემთხვევები არსებობს, როცა ეს ფერმენტები ნორმაშია, დადებითად და ჯანმრთელად ჩაითვალა ღვიძლი. იყო ამის სამწუხარო მაგალითები. ევროსტანდარტით, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის ერთი ნიშანია ტანზე ყავისფერი ლაქებია. ეს ყავისფერი ლაქები, პაბას დაცემის დროს ჩნდებიან.

     წყარო: ექიმი მარინა ტოტოჩავა


    მიღების წესი:

    დღეში 1 კაფსულა, სასურველია ჭამის დროს.


    შემადგენლობა:

      1 კაფსულის შემადგენლობა

    პაბა (პარა ამინობენზოიკური მჟავა)

    500 მგ

    სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი (საქონლის) (BSE-ის გარეშე), სტეარის მჟავა (მცენარეული), მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული) და სილიციუმის დიოქსიდი.

    არ იწარმოება ხორბლის, გლუტენის, სოიოს, რძის, კვერცხის, თევზის, მოლუსკის ან თხილის ინგრედიენტებით. დამზადებულია GMP დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს.


    გაფრთხილება: მხოლოდ მოზრდილებისთვის. PABA არ უნდა იქნას მიღებული სულფონამიდური (სულფა) პრეპარატების გამოყენებისას ან ცნობილი PABA ალერგიის დროს. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ორსულად ხართ / მეძუძური ხართ, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, მათ შორის ღვიძლისა და თირკმელების დაავადება.

    შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

    გახსნის შემდეგ შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.