×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - აშვაგანდა ვეგანური - 90 ტაბ / OstroVit - Ashvagandha VEGE- 90 tabs

    50

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: ტაბლეტები
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში:  90
    კაფსულების რაოდენობა შეფუთვაში: 90
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Ashwagandha VEGE - წარმოადგენს აშვაგანდას ვეგანური ტაბლეტების სახით. არც კაფსულა და არც მისი შიგთავსი არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს და გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე. მცენარე Withania somnifera-ის (ვითანია, იგივე აშვაგანდა) ექსტრაქტი სტანდარტიზებულია 1,5% ვიტანოლიდებით. საკვები დანამატების ბაზარზე ერთ-ერთ ძლიერ დანამატად მიიჩნევა. 

    აშვაგანდას მცენარე ფართოდ ცნობილია ტრადიციულ ინდურ მედიცინასა თუ აურვერდიაში. ჩვულებრივ ექსტრაქტი მიიღება ფესვებისდან ან მცენარის მიწის ზემოთ მყოფი ნაწილებიდან, თუმცა ზოგჯერ გამოიყენება მთლიანად, როგორც ეს ოსტროვიტის ვეგანური აშვაგანდას შემთხვევაშია. აშვაგანდა წარმოადგენს ადაპრტოგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აუმჯობესებს ნერვულ სისტემას და ზოგადად ორგანიზმის სიჯანსაღეს. ადაპტოგენი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ყოველდღიურ სტრესებს, გადაღლას, დატვირთულ ვარჯიშს და ორგანიზმში ცხიმის დიდი რაოდენობით შემცირების პროცესს. კვლევებმა აჩვენეს, რომ აშვაგანდა გამოსავალია კორტიზოლის, იგივე სტრესის ჰორმონის გამოყოფის გაზრდისას. აშვაგანდა ზრდის ფიზიკურ და გონებრივ გამძლეობას. აუმჯობესებს კონცენტაციას და ფოკუსირებას.

    • დაგეხმარებათ არტერიული წნევის დაწევაში
    • აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების მოკრებას
    • აძლიერებს სხეულის ამტანობას
    • ამცირებს კორტიზოლის გამოყოფას
    • ხელს უწყობს ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას

    მიღების წესი:

    დღეში 1 ულუფა (1 ტაბლეტი) ჭამის დროს, ბევრ წყალთან ერთად.


    შემადგენლობა:

      1 ულუფა (1 ტაბლეტი)
    აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი 375 მგ
    - ვიტანოლიდები (1.5%) 5.63 მგ 

    ინგრედიენტები: აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი სტანდარტიზებული 1,5%  ვიტანოლიდებით, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძეს (ლაქტოზის ჩათვლით) სოიოს, ხორბალს, კვერცხს, ნიახურს, მდოგვს ან  კიბოსნაირებს. 


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ქვეყანა
    პოლონეთი

    მსგავსი პროდუქტები