×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ოსტროვიტი - კოლაგენი + ვიტამინი ც - 200 გ - შავი მოცხარი / OstroVit - Collagen + Vitamin C - 200 g - Blackcurrant

    24.07
    დეტალური აღწერა:

    გემო: შავი მოცხარი


    პროდუქტის ფორმა:  ფხვნილი


    წონა: 200 გ


    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 20


    OstroVit Collagen + Vitamin C ფხვნილის სახით. შექმნილია ყველასთვის, ვისაც ორგანიზმში კოლაგენის და C ვიტამინის შევსება სურს. L-ასკორბინის მჟავის დამატება ეხმარება კოლაგენის სინთეზს და უზრუნველყოფს ხრტილების, კანის, ღრძილებისა და სისძარღვების სწორ ფუნქციონირებას. ეს დანამატი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც ერთად გაცილებით მეტ ეფექტს იძლევიან. ისინი იდეალურად უწყობენ ხელს ძვალ-სახსროვანი სისტემის სწორ მუშაობას, უზრუნველყოფენ კუნთების დაცვას.

    ჰიდროლიზირებული კოლაგენი - არის ცილა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში შევხვდებით.  კოლაგენი წარმოადგენს ძირითად საშენ მასალას კანისთვის, მყესებისთვის, ძვლებისთვის, სახსრებისთვის, თვალის რქოვანასთვის. ის პასუხისმგებელია სინვიალური სითხის წარმოქმნაზე, ხრტილების ელასტიურობასა და სიმაგრეზე. ატენიანებს კანს და ანახლებს ეპიდერმის (კანის ზედა ფენას).  კოლაგენი გავლენას ახდენს შემაერთებელი ქსოვილების  დამაკავშირებელ უნარზე, გამძლეობასა და ელასტიურობაზე. ასევე, აქვს უნიკალური უნარი შეაკავოს წყალი და ამით შეუნარჩუნოს კანს სიმტკიცე, ელასტიურობა და დაჭიმულობა.

    ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) - ეგზოგენური საკვები ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლების სწორ ფუნქციონირებაზე. მისი ბიოლოგიურად აქტიური ფორმა -  ვიტამინი C, მოქმედებს, როგორც აღმდგენი აგენტი და კოფერმენტი სხვადასხვა მეტაბოლური პროცესებისთვის. ვიტამინი C მიჩნეულია მთავარ ანტიოქსიდანტად. 

    • ჰიდრალიზებული კოლაგენი (საქონლის, მეორე ტიპის) 
    • ხელს უწყობს სახსრების სწორ ფუნქციონირებას
    • უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს, ელასტიურობასა და დაჭიმულობას
    • აძლიერებს ძვლებს და სახსრებს
    • ვიტამინი C დადებითად მოქმედებს ნერვულ და იმუნურ სისტემაზე
    • ვიტამინი C უშუალოდ მონაწილეობს კოლაგენის წარმოებაში
    • ვიტამინი C-ს შეუძლია დააჩქაროს კუნთების აღდგენა და ზრდა
    • ვიტამინი C წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს

    გახსნით 1 ულუფა - 10 გ  (2 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) 200 მლ. წყალში ან წვენში შეიკერის დახმარებით. მიიღეთ დღეში 1 ულუფა.


    შემადგენლობა: 

       100 გ 1 ულუფა
    ჰიდროლიზებული საქონლის კოლაგენი 88 690 მგ 8 890 მგ
    ვიტამინი C 5 000 მგ 500 მგ

    შეიცავს დამატკბობლებს. პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს (მათ შორის ლაქტოზას), სოიოს, არაქისის, თხილეულს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირს, თევზს.

    წარმოადგენს მეორე ტიპის კოლაგენს !


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 

     

    გაზიარება:

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ფასი
    24.07
    ქვეყანა
    პოლონეთი
    (5.0)