×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - კრეატინი მონოჰიდრატი - 300 გ / OstroVit - Creatine Monohydrate - 300 g

    56 | - 30% | 80

    აირჩიეთ გემო:

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა:    ფხვნილი
    300 გ
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში:    100
    3 გ
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Supreme Pure Creatine Monohydrate წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის კრეატინის მონოჰიდრატის ერთკომპონენტიან  საკვებ დანამატს შესანიშნავი, მიკრონიზაცის დონით. კრეატინი ფართოდ ცნობილი და გამოყენებადი დანამატია. მისი ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი მეცნიერული სწავლით. ის უზრუნველყოფს კუნთის უკეთესად ზრდას, ეფექტურ აღდგენასა და ენერგიის ხანგრძლივობას, უფრო ეფექტური და რთული ვარჯიშისთვის.

    კრეატინი ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად გვხვდება. მას ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიცავს, როგორებიცაა ხორცი, კვერცხი ან თევზი. მისი ეფექტურობა დაფუძნებულია მარტივ მექანიზმზე, რომელიც კუნთებში ფოსფოკრეატინის დაშლის ხარჯზე ათავისუფლებს ენერგიას მაღალი ენერგეტიკული ატფ-ს (ადენოზინტრიფოსფატი, ATP) მოლეკულების სახით.  იმისდა მიუხედავად, რომ კრეატინს საკვებიც შეიცავს, კუნთების 100% -ით კრეატინით  გაჯერებისთვის ერთადერთი გზა მისი დანამატის სახით მიღებაა.

    კრეატინის მონოჰიდრატი უდავოდ ეფექტური და უსაფრთხო საკვები დანამატია ათლეტებისთვის. იგი არა მარტო კუნთის შრომისუნარიანობას ზრდის, არამედ იცავს ტვინის და გულის კუნთებს. 

    • უამრავი ანალიზი ამტკიცებს, რომ კრეატინის მიღება ზრდის ვარჯიშის დროს ენერგიას და ამტანობას
    • კუნთებში ფოსფოკრეატინის  რაოდენობის გაზრდით ის აგროვებს პოტენციურ ენერგიას 
    • კუნთის უჯრედებში წყლის შეკავების ხარჯზე  კრეატინი ქმნის იდეალურ ანაბოლურ (ცილის სინთეზის გამაძლიერებელ) გარემოს - უფრო დიდი კუნთები
    • ეფექტურად ზრდის  ტვინის სიჯანსაღეს
    • აქტიურად მონაწილეობს გლიკოგენის სინთეზში

    გამოყენების წესი:

     3 გ (3/4 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილი გახსენით 100-150 მლ. წყალში ან წვენში. ვარჯიშის დღეს მიიღეთ დღეში 1 ულუფა ან გაღვიძებისთანავე ან ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეს დღეში 1 ულუფა გაღვიძებისთანავე.   


    შემადგენლობა:

          1 ულუფა
    კრეატინის მონოჰიდრატი 2600 მგ
    - კრეატინი 2288 მგ

    სხვა ინგრედიენტები: კრეატინის მონოჰიდრატი, მჟავიანობის რეგულატორი - ლიმონმჟავა, არომატი, დამატკბობლები: საქრალოზა, აცესულფამი K; 

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებსრძეს (მათ შორის ლაქტოზას), სოიოს, არაქისს, თხილეულს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირს, თევზს.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 


    ოსტროვიტი კრეატინის მონოჰიდრატი 300 გ (მანგო) - მძიმე მეტალების შემცველობის ტესტი 11.09.2023


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი: 6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ქვეყანა
    პოლონეთი