ოსტროვიტი - კრეატინის მონოჰიდრატი - 3000 მგ - 120 ტაბ/OstroVit - Creatine Monohydrate - 3000 mg - 120 tabs
56 | - 30% | 80დეტალური აღწერა:
კრეატინის მონოჰიდრატი უდავოდ ეფექტური და უსაფრთხო საკვები დანამატია ათლეტებისთვის. იგი არამარტო კუნთის შრომისუნარიანობას ზრდის, არამედ იცავს ტვინს და გულის კუნთებს.
- უამრავი ანალიზი ამტკიცებს, რომ კრეატინის მიღება ზრდის ვარჯიშის დროს ენერგიას და ამტანობას
- კუნთებში ფოსფოკრეატინის რაოდენობის გაზრდით ის აგროვებს პოტენციურ ენერგიას
- კუნთის უჯრედებში წყლის შეკავების ხარჯზე კრეატინი ქმნის იდეალურ ანაბოლურ (ცილის სინთეზის გამაძლიერებელ) გარემოს - უფრო დიდი კუნთები
- ეფექტურად ზრდის ტვინის სიჯანსაღეს
- აქტიურად მონაწილეობს გლიკოგენის სინთეზში
გამოყენების წესი:
მიიღება დღეში 3 აბი. ვარჯიშის დღეს მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეს გაღვიძებისთანავე.
ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას (15-25°C). მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.
შემადგენლობა:
1 ულუფა (3 აბი) | |
---|---|
კრეატინის მონოჰიდრატი | 3000 მგ |
- აქედან კრეატინი | 2640 მგ |
ინგრედიენტები: კრეატინის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა; ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.
პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძეს (მათ შორის ლაქტოზას), სოიას, არაქისს, თხილეულს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირს, თევზს.
ლაბორატორიულად შემოწმებული ხარისხი
OstroVit Creatine Monohydrate 3000 mg 120 tablets - Microbiological test 25.09.2023OstroVit Creatine Monohydrate 3000 mg 120 tablets - Heavy metals content test 11.09.2023OstroVit Creatine Monohydrate 3000 mg 120 tablets - Heavy metals content test 11.09.2023
მიწოდების პირობები:
მიტანის ღირებულება: თბილისი: 6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი. სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი.
მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.