ოსტროვიტი - ენერგეტიკი Freak Fighter Pre-workout 500 გ / OstroVit - Freak Fighter Pre-workout 500 g
120დეტალური აღწერა:
მოდი ცალ-ცაკე განვიხილოთ მასში შემავალი ნივთიერებები:
ციტრულინი - აძლიერებს კუნთის ფამფის ეფექტს. ხელს უწყობს უჯრედების ნახშიროჟანგით მომარაგებას და დატვირთვის შემდეგ აღდგენას. ამცირებს მოთენთილობის შეგრძნებას.
ბცაა - ისინი ვარჯიშის დროს ინარჩუნებენ აზოტის დადებით ბალანსს, რითაც აუმჯობესებენ ცილების ათვისებას. ხელს უწყობენ კუნთების ზრდას და ბოჭკოების აღდგენას.
მალტოდექსტრინი - ხელს უწყობს კუნთის მასის შექმნას და აძლიერებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენას.
ტაურინი - ხელს უწყობს ტვინის, გულის, თირკმელების და კუნთების მუშაობას. ის მოქმედებს, როგორც ნეიროტრანსმიტერი თავის ტვინში და უჯრედის მემბრანის სტაბილიზატორი. ის აჩქარებს ისეთი ნაერთების ტრანსპორტირებას, როგორიცაა კალიუმი და ნატრიუმი.
კალიუმის ციტრატი - გავლენას ახდენს გულზე და ატარებს ნერვულ იმპულსებს. ის პასუხისმგებელია ვარჯიშის დროს უჯრედების დატენიანებაზე და არეგულირებს სისხლში შაქრის ტრანსპორტირებას. ასევე მხარს უჭერს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენას.
ნატრიუმის ქლორიდი - უზრუნველყოფს ნორმალურ არტერიულ წნევას და აუმჯობესებს კონცენტრაციას. ასევე ამცირებს ჭვალის რისკს და სათანადოდ ატენიანებს ორგანიზმს.
L-ტიროზინი - მონაწილეობს დოპამინისა და ადრენალინის სინთეზში. ფიზიკური დატვირთვის შემდგომ ხელს უწყობს აღდგენას. ზრდის მოტივაციას და სტრესის ამტანობას.
აცეტილ-L-კარნიტინის HCl - ისინი მონაწილეობენ ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვაში, ხელს უწყობენ არასასურველი ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას. ასევე აძლიერებენ ფიზიკურ ამტანობას და მხარს უჭერენ გონებრივ აქტივობას.
ბეტა-ალანინი - მიღების შემდეგ იგი გამოიყენება კარნოზინის წარმოსაქმნელად, რაც მოქმედებს, როგორც მჟავის ამორტიზატორი. კუნთის უჯრედებში მომარაგებული კარნოზინი თავისუფლდება წყალბადის იონების საპასუხოდ. ე.ი. არეგულირებს მათ მჟაურობას. რაც უფრო დიდია კარნოზინის რაოდენობა კუნთებში, მით მეტხანს გრძელდება ვარჯიშის პროცესი.
კოფეინი - ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. ზრდის ენერგიას ასევე ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას.
ციმბირული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი - ზრდის ორგანიზმის ამტანობას და ამზადებს მას ფიზიკური ძალისხმევისთვის. ის ენერგიას იძლევა მაშინაც, როცა სუსტად და დაღლილად გრძნობ თავს.
B ვიტამინის კომპლექსი (რიბოფლავინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ციანოკობალამინი) - ვარჯიშისას ამაღლებს გამძლეობას.
მიღების წესი:
გახსენით 20 გ (3 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილი 250 მლ. წყალში შეიკერის დახმარებით. მიიღეთ 1 ულუფა 30 წუთით ადრე ვარჯიშამდე.
ბეტა-ალანინის 800 მგ.-ზე მეტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (ყურებში ხმაური, გაჟრუება). გირჩევთ ახალი ულუფის მიღებამდე გააკეთოთ 3 საათიანი შუალედი.
შემადგენლობა:
1 ულუფა | |
---|---|
L-ციტრულინის მალატი | 4 000 მგ |
- აქედან L-ციტრულინი | 2 600 მგ |
ბცაა: | 3 000 მგ |
- L-ლეიცინი | 1500 მგ |
- L-ვალინი | 750 მგ |
- L-იზოლეიცინი | 750 მგ |
ტაურინი | 2000 მგ |
აცეტილ-L-კარნიტინი HCl | 1000 მგ |
L-ტიროზინი | 1000 მგ |
ბეტა-ალანინი | 800 მგ |
ციმბირული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი | 500 მგ |
- აქედან ელევთეროზიდები (1.2%) | 6 მგ |
ქოლინის ბიტარტრატი | 250 მგ |
L-თიანინი | 200 მგ |
მშრალი კოფეინი | 150 მგ |
L-ტრიფტოფან | 100 მგ |
ნატრიუმი | 500 მგ |
კალიუმი | 500 მგ |
ვიტამინი C | 380 მგ |
მაგნიუმი | 100 მგ |
ვიტამინი E | 12 მგ |
ნიაცინი | 16 მგ |
პანტოთენის მჟავა | 6 მგ |
ვიტამინ B6 | 1.4 მგ |
რიბოფლავინი | 1.4 მგ |
თიამინი | 1.1 მგ |
ფოლის მჟვა | 200 მკგ |
ბიოტინი | 50 მკგ |
ვიტამინი B12 | 2.5 მკგ |
პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძე (ლაქტოზა), სოიო, მიწისთხილი, თხილეული, სეზამის მარცვლები, შვრია, კვერცხი, კობოსნაირები ან თევზი.
ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.
მიწოდების პირობები:
მიტანის ღირებულება: თბილისი: 6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი. სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი.
მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 3 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.