

ოსტროვიტი - გინკგო ბილობა - 120 ვკაფს / OstroVit - Ginkgo Biloba VEGE - 120 vcaps
ფასი - 70
OstroVit Ginkgo Biloba VEGE - წარმოადგენს ვეგანურ საკვებ დანამატს გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტით. პროდუქტი არ შეიცავს ცხოველურ დანამატებს. გინკგო ბილობა ენდემური მცენარეა. სახასიათოა სამხრეთაღმოსავლეთ ჩინეთისთვის. მისი სასარგებლო თვისებები აღიარებულია ტრადიციული ჩინური მედიცინის მიერ. ეს ბუნებრივი ნივთიერება გავლენას ახდენს ტვინის სისხლძარღვებზე, ზრდის გონებრივ მოქმედებას, აუმჯობესებს სისხლის ნაკადს. გინკგო ბილობას აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, აუმჯობესებს ცერებრალური მიმოქცევის პროცესს, ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს ასაკში შესვლისას. წარმოადგენს ადაპტოგენს და გვეხმარება სტრესთან და დეპრესიასთან გამკლავებაში. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, კონცენტაციას, სმენას, მეტყველებას, მხედველობას, მეხსიერებას, აგრეთვე გამორიცხავს სისხლის მიმოქცევის დარღვევებს. მიღების წესი: დღესი 1 კაფსულა, სასურველია ჭამის შემდეგ. შემადგენლობა: ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, გინკგო ბილობა ფოთლების ექსტრაქტი (Ginkgo Biloba L.) გინგგო-ფლავონის გლიკოზიდები - 24%, ტერპენის ლაქტონები - 6%, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა; გელანის რეზინი, საღებავები; ერითროზინი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგო კარმინი. პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს (ლაქტოზას) სოიოს, მიწისთხილს, თხილეულს, სეზამის მარცვლებს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირებს ან თევზს. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას! ანტიკოაგულანტების ან ანტითრომბოციტარული პრეპარატების მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს! შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!
1 ულუფა
გინკგო ბილობა ფოთლების ექსტრაქტი
120 მგ
- აქედან გინგგო-ფლავონის გლიკოზიდები
(24%)28.8 მგ
- აქედან ტერპენის ლაქტონები (6%)
7.2 მგ
1