×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
მინერალები
ვიტამინი B
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ვარჯიშის შემდგომ აღდგენა - 500 გ/OstroVit - KEEZA After Pro Workout - 500 g

    70 | - 30% | 100

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: ფხვნილი
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 25
    მოცულობა: 500 გ
    ძირითადი ინგრედიენტი: კრეატინის მონოჰიდრატი
    1 ულუფა/მიღება: 20 გ
    გემო: ეგზოტიკური საღეჭი რეზინი
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit KEEZA After Pro Workout - წარმოადგენს აქტიური ინგრედიენტების იდეალურ ნაკრებს. ეს საკვები დანამატი გამოიყენება ვარჯიშის შემდგომ. კუნთოვანი ქსოვილისა და ენერგიის აღსადგენად.

    მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ მასში შემავალი ინგრედიენტები:

    • ბცაა - გულისხმობს ამინომჟავებს: ლეიცინი, ვალინი და იზოლეიცინი. ამ ამინომჟავებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ, რადგან მიეკუთვნებიან ეგზოგენურ შეუცვლელ ამინომჟავებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმი მას თავად ვერ გამოიმუშავებს. ბცაა-ში შემავალი ამინომჟავები განუყოფელი ელემენტებია ცილების სინთეზისთვის და ჩვენი კუნთების 30% -ზე მეტი შედგება ამ ნივთიერებებით. ეჭვგარეშეა თუ რამდენად ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ბცაას ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. არა მარტო კუნთის შენებისთვის არამედ დატვირთული ვარჯიშის შემდეგ აღდგენისთვისა და სხეულის ცხიმის შემცირებისთვის.
    • კრეატინის ეფექტურობა დაფუძნებულია მარტივ მექანიზმზე, რომელიც კუნთებში ფოსფოკრეატინის დაშლის ხარჯზე ათავისუფლებს ენერგიას მაღალი ენერგეტიკული ატფ-ს (ადენოზინტრიფოსფატი, ATP) მოლეკულების სახით.  იმისდა მიუხედავად, რომ კრეატინს საკვებიც შეიცავს, კუნთების 100% -ით კრეატინით  გაჯერებისთვის  ერთადერთი გზა მისი დანამატის სახით მიღებაა. კრეატინი ზრდის ენერგიას და ამტანობას. კუნთის უჯრედებში წყლის შეკავების ხარჯზე  კრეატინი ქმნის იდეალურ ანაბოლურ (ცილის სინთეზის გამაძლიერებელ) გარემოს - უფრო დიდი კუნთები. ეფექტურად ზრდის  ტვინის სიჯანსაღეს და აქტიურად მონაწილეობს გლიკოგენის სინთეზში.
    • ციტრულინი იცავს კუნთებს გადაღლილობისგან და მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღადგენს ენერგიას. აზოტის ოქსიდის გაზრდილი სინთეზი უზრუნველყოფს სისხლის სწორ მიმოქცევას და აუმჯობესებს ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების მიმოქცევას ორგანიზმში. ქმნის კუნთში ფამფის ეფექტს.
    • გლუტამინი აძლიერებს იმუნიტეტს და აღდგენას მძიმე ფიზიკური ვარჯიშის შემდგომ. იდეალურია კუნთის გლიკოგენის გამომუშავებისთვის.უზრუნველყოფს იმუნური სისტემის დაცვასა და კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას. გამოირჩევა ანტიკატაბოლური თვისებით.
    • ბეტა-ალანინი კლასიფიცირებულია, როგორც შრომისუნარიანობის ხელშემწყობი ნივთიერება. ის წარმოადგენს ბუნებაში არსებული ამინო მჟავის ალანინის ლაბორატორიულად მოდიფიცირებულ იზომერს. მიღების შემდეგ იგი გამოიყენება კარნოზინის წარმოსაქმნელად, რაც მოქმედებს, როგორც მჟავის ამორტიზატორი. კუნთის უჯრედებში მომარაგებული კარნოზინი თავისუფლდება წყალბადის იონების საპასუხოდ. ე.ი. არეგულირებს მათ მჟაურობას. რაც უფრო დიდია კარნოზინის რაოდენობა კუნთებში, მით მეტხანს გრძელდება ვარჯიშის პროცესი.
    • ტაურინი გვხვდება ტვინში, გულში, თირკმელსა და კუნთოვან ქსოვილებში. მიუხედავად მისი მცირე რაოდენობისა ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ორგანოების სწორი ფუნქციონირებისთვის. ის ასევე თამაშობს ტვინში ნეიროტრანსმიტერის როლს, არის უჯრედის მემბრანის სტაბილიზატორი. გადააქვს  იონები, რომლებიცაა კალიუმი, ნატრიუმი, მაგნეზიუმი და კალციუმი. L-ტაურინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას არტერიებსა და ვენებში. 
    • გლიცინი არის ყველაზე პატარა და მარტივი ამინომჟავა, რომელიც ბევრ ბიო-ქიმიურ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. გლიცინი პროტეინური ამინომჟავაა ანუ ქმნის პროტეინის სტრუქტურას, მაგ. კოლაგენს. ასევე ასრულებს ნეიროტრანსმიტერის როლს ცენტრალური ნერვული სისტემისთვის. გლიცინი აუცილებელია დნმ-ის, კრეატინის, ჰემოგლობინის და ცილების უმეტესობის წარმოებისთვის. იგი ასევე ხელს უწყობს გლიკოგენის დეპონირებას, ქმნის მეტ გლუკოზას ენერგიის წარმოებისთვის. გლიცინის მთავარი ფუნქცია — ნერვული იმპულსების რეგულირებაა. აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მხარს უჭერს ნორმალურ ძილს.
    • თიამინი - (ვიტამინი B1) - უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემისა და გულის სწორ ფუნქციონირებას. ასევე ფსიქოლოგიურ ფუნქციებს.
    • რიბოფლავინი (ვიტამინი B2) - უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმსა და ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას. აგრეთვე ქმნის ლორწოვანი მემბრანისა და სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ მდგომარეობას. დამატებით უზრუნველყოფს ჯანსაღ კანს და ამცირებს დაღლილობას. 
    • პანტოთენატის მჟავა იგივე ვიტამინი B5 - წარმოადგებს B ვიტამინების ჯგუფის ვიტამინს. ის გვხვდება თითქმის ყველა ცოცხალ უჯრედში, როგორც A (CoA) კოენზიმის კომპონენტი. CoA აუცილებელია ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილებისგან ენერგიის გამომუშავებისთვის. მას გადამწყვეტი როლი აქვს ბევრ ბიოსინთეზურ რეაქციაშიც, რომლებიც აუცილებელია ცხიმების, ქოლესტერინის, ნეიროტრანსმიტერების, სისხლის წითელი უჯრედების და თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეციისთვის.
    • ვიტამინი B6 ეხმარება ცისტეინების სინთეზს, მართავს ჰომოცისტეინების მეტაბოლიზმს. ვიტამინი B6 ქმნის პროტეინებისა და გლიკოგენის სწორ მეტაბოლიზმს; არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობებს.
    • ვიტამინი B12 წარმოდგენილია მეთილკობალამინის სახით, რომელიც B12 ვიტამინის საუკეთესო ფორმად არის მიჩნეული. მეთილკობალამინი ადვილად ათვისებადია, ორგანიზმში უფრო დიდხანს ჩერდება და არ შეიცავს მავნე ციანიდს. საჭიროა ჯანსაღი ნერვული სისტემისთვის და ცხიმის და ცილისგან ენერგიის მისაღებად. ის კრიტიკულ როლს ასრულებს უჯრედების გაყოფისას დნმ-ს სინთეზისთვის. ამიტომ ის აუცილებელია უჯრედების მუდმივი გამრავლებისთვის, როგორებიცაა სისხლის უჯრედები.
    • ფოლის მჟავა - .ფოლიუმის მჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი B-ჯგუფის ვიტამინი (ვიტამინი B9). ის აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის და გენეტიკური დარღვევების აღსადგენათ, უჯრედების ზრდისთვის და გაყოფისთვის, ასევე სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს მეთიონინის სინთეზში ჰომოსისტეინიდან. ის ხელს უწყობს სისხლ-ძარღვების და ნერვიული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. 
    • ბიოტინი (ვიტამინი B7) - არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომლის მიღება შესაძლებელია, როგორც ცხოველური, ისე მცენარეული გზით.  რაც მთავარია ის მნიშვნელოვანი კოენზიმია ჩვენს ორგანიზმში ფერმენტების (ენზიმების) წარმოსაქმნელად. უშუალოდ მონაწილეობს გლუკონეოგენეზის პროცესში და კერბესის ციკლში (ტრიკარბონატული მჟავების ციკლი). აღადგენს თმას და კანს.
    • L- ასკორბინის მჟავა მიეკუთვნება პოლიჰიდრული ალკოჰოლის ჯგუფს. ის აუცილებელი ელემენტია ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლებისთვის. მისი ბიოლოგიურად ატიური ფორმა -  ვიტამინი C, მოქმედებს, როგორც აღმდგენი აგენტი და კოფერმენტი სხვადასხვა მეტაბოლური პროცესებისთვის. ვიტამინი C მიჩნეულია მთავარ ანტიოქსიდანტად. ასკორბინის მჟავა ეგზოგენური ნივთიერება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ორგანიზმის მისი გამომუშავების მექანიზმი არ აქვს და გარედან უნდა მივაწოდოთ. 
    • მაგნიუმი ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმისა და პროტეინის მეტაბოლიზმს. ის ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. აუცილებელია კალციუმის შეწოვისა და ტრანსპორტირებისთვის, მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოების, მეტაბოლიზმის, კუნთების შეკუმშვის, ნერვული იმპულსების გადაცემასა და ძვლების მინერალიზაციისთვის. 
    • კალიუმი ღირებული მიკრონუტრიენტი და ელექტროლიტია ადამიანის ორგანიზმის ასამუშავებლად. ეფექტურად და წარმატებით უწყობს ხელს გულის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის მუშაობას. გამოიყენება გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, ასტაბილურებს სისხლის წნევას; დადებით გავლენას ახდენს კუნთის მუშაობაზე, ენერგიის დონესა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
    • Ნატრიუმის ქლორიდი მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში. ორგანიზმში მისი საჭირო დონე ხელს უშლის კუნთებში კრუნჩხვების (muscle cramps) წარმოქმნას და უზრუნველყოფს ორგანიზმის უკეთ ჰიდრატაციას.

    გამოყენების წესი:

    რეკომენდირებულია 20 გ (3 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილის გახსნა 300-350 მლ წყალში ან წვენში. მიიღეთ 1 ულუფა ვარჯიშის შემდეგ.


    შემადგენლობა:

    აქტიური ინგრედიენტები 1 ულუფა 20 გ
    L-ლეიცინი 1250 მგ
    L-იზოლეიცინი 625 მგ
    L-ვალინი 625 მგ
    L-ციტრულინის მალატი 2000 მგ
    - აქედან L-ციტრულინი 1230 მგ
    L-გლუტამინი 1500 მგ
    კრეატინის მონოჰიდრატი 1450 მგ
    - აქედან კრეატინი 1275 მგ
    კრეატინის მალატი 1450 მგ
    - აქედან კრეატინი 1088 მგ
    ტაურინი 1000 მგ
    გლიცინი 1000 მგ
    ბეტა-ალანინი 800 მგ
    ვიტამინი C 500 მგ
    კალიუმი 300 მგ
    ნატრიუმი 195 მგ
    ქლორიდი 300 მგ
    მაგნიუმი 57 მგ
    ვიტამინი B12 5 მკგ
    თიამინი (ვიტამინი B1) 7.5 მგ
    რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 7.5 მგ
    პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) 6 მგ
    ვიტამინი B6 1 მგ
    ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) 200 მკგ
    ბიოტინი (ვიტამინი B7) 75 მკგ

    ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, ბცაა (L-ლეიცინი, L-იზოლეიცინი, L-ვალინი), L-ციტრულინის მალატი, L-გლუტამინი, კრეატინის მონოჰიდრატი, კრეატინის მალატი, ტაურინი, გლიცინი, კალიუმის ციტრატი (კალიუმი), ბეტა-ალანინი, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), ნატრიუმის ქლორიდი (ნატრიუმი, ქლორიდი), ლიმონმჟავას მაგნიუმის მარილები (მაგნიუმი), არომატიზატორები, მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა; შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება: სილიციუმის დიოქსიდი; ჭარხლის წვენის ფხვნილი, კაროტინები; დამატკბობლები: სუკრალოზა, აცესულფამი K; თიამინის ჰიდროქლორიდი (თიამინი), რიბოფლავინი (ვიტამინი B2), კალციუმის D პანტოტენატი (პანტოტენის მჟავა), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა), D-ბიოტინი (ბიოტინი), მეთილკობალამინი (ვიტამინი B12).

    შეიცავს დამატკბობლებს

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს:  რძე (ლატოზა), სოიო, მიწისთხილი, თხილეული, სეზამის მარცვლები, გლუტენის შემცველი მარცვლეული, კვერცხი, კიბოსნაიტები ან თევზი.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას (15-25°C).


    იწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    მსგავსი პროდუქტები