×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ნაკრები სახსრებისთვის Flex Aid - 400 გ/OstroVit - KEEZA Flex Aid - 400 g

    90 | - 25% | 120

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: ფხვნილი
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 20
    მოცულობა: 400 გ
    ძირითადი ინგრედიენტი: საქონლის ხორცის კოლაგენი
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit KEEZA Flex Aid წარმოადგენს 11 აქტიური ინგრედიენტისგან შემდგარ ნაკრებს ფხვნილის სახით, რომელიც ძალიან ადვილად იხსნება წყალში. ფორმულაში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს სახსრებისა და ძვლების გამართულ ფუნქციონირებას და აღდგენას. მათი კარგ ფორმაში შენარჩუნებაუზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ ვარჯიშს. OstroVit KEEZA Flex Aid განსაკუთრებით მათთვის არის რეკომენდირებული, ვისაც ხშირი ფიზიკური დატვირთვა აქვს. ამით ისინი შეძლებენ სრულყოფილად იზრუნონ თავიანთ კუნთოვან სისტემაზე.

    • ინგრედიენტები, როგორებიცაა კოლაგენი, ქონდროიტინის სულფატი, ჰიალურონის მჟავა, C, D3 და K2 ვიტამინები იცავს და აძლიერებს სახსრებსა და ძვლებს.
    • ნაკრები შეიცავს 10 000 მგ. საქონლის ჰიდროლიზილებულ კოლაგენს. მისი ძირითადი ფუნქციაა შეინარჩუნოს ქსოვილებისა და ორგანოების სტრუქტურა. ის აკავებს წყალს ქსოვილებში, რაც მნიშვნელოვანი პროცესია ჭრილობის შეხორცებისას, ნაწიბურების ფორმირებისას და მოტეხილობისას ძვლის აღდგენისთვის. ის უზრუნველყოფს ძვლის სიმტკიცეს, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაცვას და აღდგენით პროცესებს.
    • მეთილსულფონილმეთანი (მსმ) წარმოადგენს ორგანული გოგირდის ნაერთს. გლუკოზამინის მსგავსად ისიც ხშირად გამოიყენება სახსრების პრობლემების მოსაგვარებლად.  გარდა ამისა, გოგირდი ასევე მონაწილეობს კოლაგენისა და კერატინის სინთეზში. ეს ნივთიერებები აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი თმის, კანისა და ფრჩხილების შესანარჩუნებლად.
    • გლუკოზამინის სულფატი 2KCL იდეალურია სახსრებისთვის, ხრტილებისთვისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამშვიდებს ტკივილს სახსრებში და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას. ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში. გლუკოზამინი უზრუნველყოფს ინფექციურ-ალერგიული პროცესებითა და ტრავმებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრას.
    • კალციუმი საჭიროა ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისთვის; კუნთების სწორი ფუნქციონირებისთვის. აწესრიგებს ენერგიის მეტაბოლიზმს და ნერვული იმპულსების გადაცემას.
    • L- ასკორბინის მჟავა მიეკუთვნება პოლიჰიდრული ალკოჰოლის ჯგუფს. ის აუცილებელი ელემენტია ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლებისთვის. მისი ბიოლოგიურად ატიური ფორმა -  ვიტამინი C, მოქმედებს, როგორც აღმდგენი აგენტი და კოფერმენტი სხვადასხვა მეტაბოლური პროცესებისთვის. ვიტამინი C მიჩნეულია მთავარ ანტიოქსიდანტად. ასკორბინის მჟავა ეგზოგენური ნივთიერება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ორგანიზმის მისი გამომუშავების მექანიზმი არ აქვს და გარედან უნდა მივაწოდოთ. 

    • მაგნიუმი ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმისა და პროტეინის მეტაბოლიზმს. ის ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. აუცილებელია კალციუმის შეწოვისა და ტრანსპორტირებისთვის, მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოების, მეტაბოლიზმის, კუნთების შეკუმშვის, ნერვული იმპულსების გადაცემასა და ძვლების მინერალიზაციისთვის. 
    • ქონდროიტინი - ქონდროიტინის სულფატი იმავე როლს ასრულებს ხრტილოვან ქსოვილებში, რასაც კალციუმი ძვლოვან ქსოვილში. უზრუნველყოფს მათ სიმტკიცესა და მდგრადობას. ანიჭებს მოქნილობასა და დრეკადობას. ხელს უშლის სახსრების გაუწყლოებას. თრგუნავს მათ დეგენერაციას და ახდენს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციას. გარდა ამისა, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
    • ჰიალურონის მჟავა ნატურალური წარმოშობისაა, მას შეიცავს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილი, ჭიპლარი და ნერწყვი; ის გვხვდება სხეულის ყველა ქსოვილში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით შედის კანში და ხრტილში. ჰიალურონის მჟავა მთავარი კომპონენტია, რომელიც მოქმედებს, როგორც საპოხი აგენტი. ასევე მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციაში. ჰიალურონის მჟავა არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში; იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან; კანს უფრო ნაზსა და ელასტიკურს ხდის.
    • ვიტამინი B6 ეხმარება ცისტეინების სინთეზს, მართავს ჰომოცისტეინების მეტაბოლიზმს. ვიტამინი B6 ქმნის პროტეინებისა და გლიკოგენის სწორ მეტაბოლიზმს; არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობებს.
    • ვიტამინი K2 აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. აწესრიგებს სისხლის შედედების პროცესს. გავლენას ახდენს ძვლების მინერალიზაციაზე. ის უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან ძვლოვან ქსოვილებში. წარმოდგენილია MK-7-ის სახით, ეს არის K ვიტამინის ყველაზე ბიოშეღწევადი ფორმა.
    • ვიტამინი D3 ცნობილია, როგორც სიცოცხლის ვიტამინი. ის უზრუნველყოფს მთელი სხეულის სისტემისა და ორგანოების სწორ ფუნქციონირებას. K2 ვიტამინთან ერთად აძლიერებს ჩონჩხის სისტემას. ასტიმულირებს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის  შეწოვას. რაც გავლენას ახდენს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციაზე. ზრდის კუნთების სიძლიერეს და თავიდან იცილებს კუნთების დაკარგვას. ზრდის ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის ამტანობას. იცავს ორგანიზმს დეპრესიისა და უხასიათობისგან.

    გამოყენების წესი:

    რეკომენდირებულია 20 გ (3 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილის გახსნა 100-150 მლ წყალში ან წვენში. მიიღეთ დღეში ერთხელ. გამოყენებამდე გიჩევთ გაიკეთოთ 25-(OH)D სისხლის ანალიზი.


    შემადგენლობა:

    აქტიური ინგრედიენტები 20 გ (1 ულუფა/მიღება)
    ჰიდროლიზირებული საქონლის
    ხორცის კოლაგენი
    10 000 მგ
    მეთილსულფონილმეთანი (მსმ) 500 მგ
    გლუკოზამინის სულფატი 2KCL 500 მგ
    კალციუმი 120 მგ
    ვიტამინი C 100 მგ
    მაგნიუმი 57 მგ
    ქონდროიტინის სულფატი 40 მგ
    ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატი) 20 მგ
    ვიტამინი B6 1 მგ
    ვიტამინი K 75 მკგ
    ვიტამინი D 50 მკგ/2000 სე

    შემადგენლობა: საქონლის ჰიდროლიზებული კოლაგენი, მალტოდექსტრინი, მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა; მეთილსულფონილმეთანი, გლუკოზამინის სულფატი 2KCL (შეიცავს მოლუსკებს), ლიმონმჟავას მაგნიუმის მარილები (მაგნიუმი), კალციუმის კარბონატი (კალციუმი), დაშლის საწინააღმდეგო საშუალება: სილიციუმის დიოქსიდი; L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), არომატიზატორები, ქონდროიტინის სულფატი, დამატკბობლები: სუკრალოზა, აცესულფამი K; ფერი: კაროტინები; ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D), ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატი), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), მენაკინონი-7 MK-7 (ვიტამინი K) მიღებული Bacillus subtilis natto-სგან.

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძე (ლაქტოზა), სოიოსმარცვლები, მიწისთხილი, თხილეული, სეზამის მარცვლები, გლუტენის შემცვლელი მარცვლეული, კვერცხი, კიბოსნაირები ან თევზი.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას (15-25°C).


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე. 

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ქვეყანა
    პოლონეთი

    მსგავსი პროდუქტები