


ნაუ - ვიტამინი დ3 5000 სე - 120 რკაფს / NOW - Vitamini D3 5000 IU - 120 sgels
დეტალური აღწერა:
ვიტამინი D3 ხელს უწყობს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას და დადებით ზეგავლენას ახდენს კალციუმისა და ფოსფორის რეგულირებაზე ორგანიზმში; ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას; ის არის ცხიმხსნადი ვიტამინი, რომელიც წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით დეჰიდროქოლესტერილისაგან; მისი მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფა; გვეხმარება სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის შენარჩუნებაში; ზემოქმედებას ახდენს ძვლების მინერალიზაციასა და ჩონჩხის ფუნქციონირებაზე; დადებითად მოქმედებს ძვლის ტვინის უჯრედებზე; ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას და არეგულირებს ინსულინის სეკრეციას
NOW® Vitamin D-3-ის რბილ კაფსულებში დ ვიტამინი თხევადი ფორმით არის მოთავსებული, ამიტომ მას ორგანიზმი მარტივად შეიწოვს.
- სხეულის სტრუქტურული მხარდაჭერა
- მხარს უჭერს ძვლის სიმტკიცეს
- აძლიერებს იმუნიტეტს
მიღების წესი და დოზირება:
1 რბილი კაფსულა ყოველ მეორე დღეს, ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
შემადგენლობა:
ულუფის ზომა: | 1 კაფსულა |
---|---|
ულუფების რაოდენობა შფუთვაში: | 120 |
1 კაფსულა: | |
ვიტამინი D3 (როგორც ქოლეკალციფეროლი) (ლანოლინისგან) |
125 მკგ (5,000 სე) |
პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
გაფრთხილება: მხოლოდ მოზრდილებისთვის. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ჰიპერკალციემია, თირკმელების დაავადებაის ან ჰიპერპარათიროიდიზმი)ს დროს; სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.
შენახვის პირობები: გახსნის შემდეგ შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.
მიწოდების პირობები:
მიტანის ღირებულება: თბილისი: 6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი. სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი.
მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.