×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ზღვის კოლაგენი 1020 მგ - 90 კაფს/OstroVit - Marine Collagen 1020 mg - 90 caps

    80

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: კაფსულები
    კაფსულების რაოდენობა შეფუთვაში: 90
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 45 (45 დღის სამყოფი)
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    ოსტროვიტის მარინ კოლაგენი 1020 მგ - წარმოადგენს საკვებ დანამატს, კაფსულების სახით, თევზის კოლაგენის პეპტიდის შემადგენლობით. პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარი კანის სიჯანსაღესა და გარეგნობაზე. ასევე მათთვის, ვინც ინტენსიურად ვარჯიშობს და მის სახსრებს დაცვა და აღდგენა სჭირდება.

    კოლაგენი - არის ცილა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში ვიპოვით.  კოლაგენი წარმოადგენს ძირითად საშენ მასალას კანისთვის, მყესებისთვის, ძვლებისთვის, სახსრებისთვის, თვალის რქოვანასთვის. ის პასუხისმგებელია სინვიალური სითხის წარმოქმნასზე, ხრტილების ელასტიურობასა და სიმაგრეზე. ატენიანებს კანს და ანახლებს ეპიდერმის (კანის ზედა ფენას).  კოლაგენი გავლენას ახდენს შემაერთებელი ქსოვილების  დამაკავშირებელ უნარზე, გამძლეობასა და ელასტიურობაზე. ასევე, აქვს უნიკალური უნარი შეაკავოს წყალი და ამით შეუნარჩუნოს კანს სიმტკიცე, ელასტიურობა და დაჭიმულობა. 

    26 წლის ზემოთ ადამიანის ორგანიზმში მცირდება კოლაგენის გამომუშავება, რაც გამოიხატება ნაოჭების, ცელულიტის გაჩენით. იმატებს სახსრებისა და ხერხემლის ტკივილები. 

    • ხელს უწყობს სახსრებისა და ძვლების სწორ ფუნქციონირებას
    • უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს, ელასტიურობასა და დაჭიმულობა
    • ხელს უშლის ნაოჭებისა და ცელულიტის განვითარებას

    მიღების წესი:

    დღეში 2 კაფსულა.


    შემადგენლობა:

      2 კაფსულა
    თევზის კოლაგენის პეპტიდები (ჰიდრალიზებული) 2040 მგ

    ინგრედიენტები: თევზის კოლაგენის პეპტიდები (ჰიდრალიზებული), კაფსულის გარსი: ჟელატინი და გაფილტრული წყალი.

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძე (ლაქტოზა), სოიო, მიწისთხილი, თხილეული, სეზამის მარცვლები, შვრია, კვერცხი ან კიბოსნაირები.


    არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. არ გამოიყენებება ძირითადი საკვების ჩასანავლებლად. არ მიიღოთ მასში შემავალ ნივტიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. 
    არ არის განკუთვნილი ბავშებისთვის, მეძუძურებისა და ორსულებისთვის. 
    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    მსგავსი პროდუქტები